გვარამია: ქიბარის ნათქვამზე არ წავალ, თუ ჩემი ჟურნალისტების დამოკიდებულებაა რომ უნდა წავიდე, წავალ..

“სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს.”,-ამის შესახებ, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“კონტრაქტში წერია რომ ჩემი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი ვინც იყო, მომცეს ეს გარანტია. ეს ლეგიტიმურია, ამის ბათილება მესაკუთრის გამო ვერ დადგება ცხადია.

პროკურატურაში ჩემი ტარება რომ უფლებმოსილებებს გადავამეტე და ასე შემდეგ, არის პირდაპირი ჩარევა მედიის დამოუკიდებლობის საქმეში. პირდაპირი შეზღუდვა, ჩემი ყველა გარანტიის, რომელიც მოცემული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით. მხოლოდ იმის გამო რომ გამოიყენონ ყველა ხერხი რომ ვთქვა უარი ამ გარანტიებზე. გამორიცხულია.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ჩემი ნებით, არა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის და ხელისუფლების წეზოლის გამო, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომელების დამოკიდებულება, რომ ჯობია მე წავიდე, თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ მე არ ვაპირებ, ამ საკითხის განხილვას სართოდ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს.

ამ კონტრაქტზე დავა შუეძლებელია ცხადია, ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. კი ბატონო იდავეთ კონტრაქტის გაუქმებაზე. ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია.”,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...