გვარამია: ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენს მომხრეებს, თავი შეიკავეთ აქ გამოცხადებისგან 

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“პირველ რიგში ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან, მეორე – რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა გიორგი გაბუნიას, რა სიმძიმის შეცდომაც არ უნდა დაეშვა, არავითარ შემთხვევაში და არცერთ ვითარებაში, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი სახის პრო დასავლელი და ძალიან დამსახურებული პროდასავლელი და ძალიან დამსახურებული, მე ვფიქრობ ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჟურნალისტის სტაფს, ამ პროპუტინისტურ ბრბოს ცხადია არ გადაუგდებს. არავინ არასდროს არსად არ გადადგება.

ეს ბრბო არის რუსეთის საქართველოში წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება საქართველოსი. ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლიაციას და ამ წუთიდან ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი რუსთავი 2-ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. რუსთავი 2 წყვეტს საკუთარ საეთერო მაუწყებლობას, ჩვენ ჩავაქრობთ ეხლა მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე.

ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომლის იმედიც არ გვაქვს, იმიტომ რომ ვნახეთ რა შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ორგანოებს, მხოლოდ ქართველი ხალხის სისხლის ღვრა, მაგრამ მაინც მოვითხოვთ, რომ დაცულ იქნეს სრულიად არხის უსაფრთხოება, მედიის დამოუკიდებლობა და ჩვენ ყველაფერს იმას რაც ეხლა ხდება ხელისუფლების წაქეზებით და ხელისუფლების თანამდებობის პირების განცხადებების პირდაპირი წაქეზებით, ეს არის რეაქცია რომლითაც დაგვემუქრნენ, არხის დაპყრობის, მასში შემოჭრის და რუსთავი 2-ის დახურვის არა პირდაპირი, არა ირიბი მცდელობა ახლა არხის ხელში ჩაგდების. ამიტომაც ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენ ვრთავთ, ვთიშავთ ჩვენს მაუწყებლობას.

ყველას მოუწოდებ, მათ შორის ჩვენს მომხრეებს, რომ თავი შეიკავონ აქ გამოცხადებისგან, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება დაპირისპირებები პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის ხელისუფლების მიერ მართული პროცესი, თავისუფალი მედიის და დემოკრატიის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში. მადლობთ ყურადღებისათვის, გემშვიდობებით შემდეგ ეთერამდე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...