გვარამია: პროკურატურაში მითხრეს, გირაოს არ გადახდა შეიძლება დასრულდეს პატიმრობით, მე პრობლემა არ მაქვს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოძიებისგან უნიკალური კოდი არ ჩაიბარა.

ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურაში  გააფრთხილეს, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  არ აღასრულებს და არ გადაიხდის გირაოს – 40 000 ლარს, შესაძლოა მისი დაპატიმრება მოხდეს.

„მე ნათქვამი მაქვს, რომ გირაოს არ გადავიხდი. ამის უფლებას არ ვაძლევ არც იმ ადამიანებს ვინც ეს შეიძლება კეთილი ზრახვებით გააკეთოს. ჩემს გულშემატკივრებს და ადამიანებს ვინც თვლის რომ ჩემი გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია. მე არ ვაძლევ ამის უფლებას არავის და ვერც მივცემ რომც მინდოდეს. გირაოს უნიკალური კოდი არ ჩავიბარე. შესაბამისად, ის არ ვიცი და ამიერიდან ერთადერთი პასუხისმგებელი იმაზე თუ ვინმე ჩარიცხვას გირაოს ჩემს ანგარიშზე არის ეს უწყება იმიტომ რომ მხოლოდ მან იცის გირაოს უნიკალური კოდი. ამიტომ თუ მოუნდება რაღაცის „გაჩალიჩება“ ამაზე პასუხიც გვექნება. განმიმარტეს, რომ ეს  არ გადახდა შეიძლება დასრულდეს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით. დასრულდეს, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. გირაოს არ გადავიხდი იმ ვითარებაზე როცა მე ვარ მართალი და როცა მბრალდება არარსებული დანაშაული და ეს დანაშაული არის რუსთავი 2-ისვის რაღაც ფულის მითვისება. გამორიცხულია. კომპანიაში, რომელშიც სახლიდან მაქვს მოტანილი ლამის და 7 წელი ამას შევალიე, ასეთ ბრალდებაზე მე ხელს არ მოვაწერ, მათშორის არც გირაოთი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისისი საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას გირაოს სახით 40 000 ლარი და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...