გვარამია: ფიცს ვდებ, რომ გახარია აუცილებლად დაისჯება

ტელეკომპანი “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა “კვირის აქცენტებში”, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ემოციური ეთერის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას აუცილებლად დასჯის.

“დავადგინე ზუსტად და დავწერ:

1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და ჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.

2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკი” ГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.

ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა)” წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად