გვარამია პაატა სალიას: ამ ქვეყანაში ვერაფერს გააკეთებ, როგორც კი “ქოცები” წავლენ

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახლანდელი დირექტორის პაატა სალიას მისამართით “კურიერთან” ჩართვისას განაცხადა.

“პაატა სალია თავის დაყრილი კბილებით, მისი 36 კბილა უფროსიც, რომელიც ალბათ გერმანიაში გაიქცევა. პაატა სალია სად გაიქცევა მაინტერესებს. და ყველა დანარჩენი იქ აღმოჩნდება სადაც იმსახურებენ. იმიტომ რომ ამ ხალხმა, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლოს ხელშეწყობით დაასრულა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და დიდებული ისტორიის მქონე ტელევიზიის არსებობა.

ამ ნაძირალებმა, ახლა გამოსულმა პავლიკ მოროზოვის მეთაურობით და მის უკან მდგარი 36 კბილა კენტავრის თამადობით,( რაც მთავარი, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია ყველაფერი) მოკლა პრაქტიკულად და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლი ტელეკომპანია დახურა, ეს ისტორიული ფურცელი, ამ ნაძირალებმა… და არაფრის მცოდნე არარაობავ, რომელიც ახლა გველაპარაკებოდა სრულ სისულელეებს.

რაც შეეხება არქივის გაყიდვას, არქივი ერთხელ არ გაყიდულა, გაიყიდა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. არარაობავ, ისწავლე რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები. არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი.

აი, შენ პირადად პაატა სალია, შენი სახელით და გვარით დახურე ტელეკომპანია “რუსთავი 2” და ამიტომ აგეხევა სახე. აუცილებლად, გვპირდები, ჩემგანაც და ქართული საზოგადოებისგანაც.

ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში როგორც კი “ქოცები” წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხ ქვეშ.

პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები” გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში! პირდაპირ ციხეში, ამ კატასტროფის მოწყობისთვის და თანამონაწილეობისთვის ამ შეთქმულებაში საქართველოს მთავარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ეს არარაობაც. პირობას ვდებ, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს. პირდაპირ პირობა შეექმნება, რომ ვერ იცხოვროს პაატა სალიამ რუსთავი 2-ის ბოლო და ბნელმა დირექტორმა ქვეყანაში, სახელობით საქართველო”, – აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადებას “რუსთავი 2” ავრცელებს. რომლის  სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქიბარ ხალვაში: გადავწყვიტე, გავყიდო “რუსთავი 2” გამჭვირვალე კონკურსის წესით

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...