გვარამია: პაატა სალია, გპირდები, “რუსთავი 2”-ის დახურვისთვის აგეხევა სახე!

ასე პასუხობს ტელეკპმპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიასა და ტელეკომპანიის 100%-იანი წლის მფლობელის ქიბარ ხალვაშის დღეს გაკეთებულ განცხადებას.

“პაატა სალია თავის დაყრილი კბილებით, მისი 36 კბილა უფროსიც, რომელიც ალბათ გერმანიაში გაიქცევა. პაატა სალია სად გაიქცევა მაინტერესებს. და ყველა დანარჩენი იქ აღმოჩნდება სადაც იმსახურებენ. იმიტომ რომ ამ ხალხმა, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლოს ხელშეწყობით დაასრულა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და დიდებული ისტორიის მქონე ტელევიზიის არსებობა.

ამ ნაძირალებმა, ახლა გამოსულმა პავლიკ მოროზოვის მეთაურობით და მის უკან მდგარი 36 კბილა კენტავრის თამადობით,( რაც მთავარი, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია ყველაფერი) მოკლა პრაქტიკულად და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლი ტელეკომპანია დახურა, ეს ისტორიული ფურცელი, ამ ნაძირალებმა… და არაფრისმცოდნე არარაობავ, რომელიც ახლა გველაპარაკებოდა სრულ სისულელეებს.

რაც შეეხება არქივის გაყიდვას, არქივი ერთხელ არ გაყიდულა, გაიყიდა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. არარაობავ, ისწავლე რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები. არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი.

აი, შენ პირადად პაატა სალია, შენი სახელით და გვარით დახურე ტელეკომპანია “რუსთავი 2” და ამიტომ აგეხევა სახე. აუცილებლად, გვპირდები, ჩემგანაც და ქართული საზოგადოებისგანაც.

ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი “ქოცები” წავლემ, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხ ქვეშ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად