გვარამია: “ოცნების” მომხრეობა რუსეთის მონობაა! ფურთხის ღირსი ხართ რუსეთის მონებო, დედა აგიფეთქდებათ ყველას!

ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერის უკანასკნელი ფურცელი გადაფურცლა. ის გახდა რეალურად კადაფი, როგორ დაამთავრა ყველას კარგად გვახსოვს, ძელზე გასვეს. ძელზე გასვამენ მას და ყველას ვინც მას ამაში ეხმარება. ყველა შემსრულებელს, ყველა დამხმარეს და ყველა მას, ვინც ამას “აპრავებს” სამარცხვინო კომენტარებით, სიუჟეტებით და პოზიციით. დღეს ქართული ოცნების მომხრეობა არათუ სირცხვილი, არამედ სამშობლოს ღალატია და რუსეთის მონობა. ფურთხის ღირსი ხართ ყველანი ვინც რუსეთის მონები ხართ.

თქვე სამარცხვინო ნაძირლებო დავიღალეთ უკვე ყველანი. თქვენი “გაპრავებების” მოსმენითაც დავიღალეთ. დედა აგიფეთქდებათ ყველას, პირობას გაძლევთ. გიგი უგულავა არის ბოლო პატიმარი ამ რეჟიმის, სამაგიეროდ ამ რეჟიმიდან პატიმრების რიგები იქნება, ოღონდ ნორმალურ პროკურატურაში და სასამართლოში განიხილება ეგ საქმეები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად