გვარამია: ნუ ქმნით საგანგებო მდგომარეობისგან მეორედ მოსვლას! დემოკრატიული მმართველობის საგანგებო რეჟიმია!

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობისგან მეორედ მოსვლის შექმნა ძალიან გაუაზრებელი ნაბიჯია. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქ0გვერდზე წერს:

“ხალხო, ნუ ქმნით საგანგებო მდგომარეობისგან მეორედ მოსვლას და ნუ ხატავთ ლამის ბოსხის ტილოებს და ქუჩაში ეგზეკუციებს! დემოკრატიული მმართველობის საგანგებო რეჟიმია, მკაცრად აწონილი და ადრესირებული! აბა ავტორიტარულ სისტემებს სულ არ ჭირდება საგანგებო მდგომარეობები, ისედაც ეგრეა სულ!

ხვალ შესაძლოა საჭირო გახდეს და წინასწარ ნუ ზაფრავთ ხალხს, ვინც გარკვეული არაა! კი ბატონო, ვიდაოთ საჭიროებაზე, ხანგრძლივობაზე, შეზღუდვების ლეგიტიმურობაზე და პროპორციულობაზე, მაგრამ ჯოჯოხეთის მეცხრე შრედ წარმოსახვა და ლამის კუპრის თუხთუხის ხმა სტატუსებში, უპასუხისმგებლობა და არცოდნაა, სულ მცირე!” – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად