გვარამია: ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამი სოციალურ ქსელში წერს.

“არც ერთი შემთხვევა, ჩემს მიერ რეკლამის გაყიდვის, ბუნებაში არ არსებობს. იქეთ თუ მაქვს მიტანილი ფული რ2ში, თორემ აქეთ ხელფასის გარდა მისხალი არ წამომიღია.

რაც შეეხება ხელფასს. ბოდიში, მაგრამ ასეთ კრიზისში მყოფ და უმძიმესი სპეციფიკის კომპანიის კომიდან გამოყვანაში და 7 წელი ქვეყნის მთავარ ბრენდად ქცევაში, რაც მარტო დირექტორობას კი არა ბრძოლის ხაზზე დგომას ითხოვს, 20 ათას დოლარად კი არა, 50ად არ დავთანხმდები ნებისმიერ სხვა ვითარებაში.

თქვენ რ2 ჩემი ბიზნესი და საკუთრება ხომ არ გგონიათ? დიახ, ყველაფერთან ერთად, სხვისი ბიზნესი და საკუთრება ვაცოცხლე 7 წელი, რისთვისაც მადლობა ძმებ ყარამანიშვილებს და ნიკა ნაყოფიას, მარა არანაირი მადლობა 9%ის მფლობელს. მას კომპანიის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია. შენობის აშენებაშიც ფული აკეთა და დანჯღრეული ოფისი დატოვა, რომელსაც 600 კვადრატული აკლია წითელ ხაზებს თუ შევადარებთ. ტექნიკაზე აღარ ვლაპარაკობ – ბოსელი დამხვდა ტვს ნაცვლად. მთავარი – დაუცველი და დაბულინგებული ზეპროფესიონალი ჟურნალისტები.

ნელნელა რაღაც ტექნიკა ვიყიდეთ, ჟურნალისტებს ზურგი გაუჩნდათ, სარედაქციო პოლიტიკა მკაფიო გახდა და 1 წლის თავზე უკვე ბოინგივით დაფრინავდა რ2. ასე იყო ჩემი იქ ყოფნის ბოლო დღემდე, და დიახ, ასე იქნებოდა, რომ დავრჩენილიყავი, სულ. მიუხედავად იმისა, რომ სამწლიანი რენესანსის მერე, დღევანდელი დროებითი ვითომმფლობელის ყადაღამ და ნაბიჭვარი ქართული ოცნების და დამნაშავე კახა ბექაურის რეგულაციებმა ჩამოაქცია სარეკლამო ბაზარიც და ჩვენი ფინანსური მდგრადობაც.

და ეს 9%იანი მიჩივის?! იდი ნა ხუი, ამის მეტს ვერაფერს ვეტყვი, მკვდარსაც და ცოცხალსაც.

და ისევ ბოდიში, მაგრამ, ვისაც ეგ ხელფასი უკვირს და ემაღლება, რაც ამ ღატაკ ქვეყანაში გასაგებია, ვეტყვი, რომ ორჯერ მეტიდან წამოვედი და ნებისმიერ დროს, სამჯერ მეტს მივიღებ და არც ომი, დაჭერა და 6 სისხლის სამართლის საქმესთან გამკლავება, ოჯახის გადამალვა და სიკვდილის შიშის დამარცხება არ დამჭირდება.

ნუ Tamta Muradashvili მითიური კომპანია ხომ საერთოდ, კომენტარს მიღმაა.

დავდე მე დასაბუთებულად, ვინ ყიდდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში რეკლამას რ2ზე. შეამოწმეთ მისი და ჩემი ქონება და მერე ვიმსჯელოთ. 2 თვის ხელფასი ვერ მივეცი საკუთარ თავს და 7 წლიანი ეპოპეის მერე არც სახლი მაქ (რაც მაქ, ბანკშია ჩადებული და მისივე კრედიტში წავა), ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ. ანგარიშზეც კი ფული არ მქონდა, რომ წამოვედი, და მეგობრების ხარჯზე მომიწევს ყოფნა, სანამ ახალ ტვს გავაკეთებ. და გავაკეთებ, ყველაზე კარგს და მათ შორის აწ უკვე ბიძინას რ2ს სამასხარაოს გავხდი. ასე იქნება ეს, ყველას ვარწმუნებ!”- წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად