გვარამია: ნაბიჭ…ო, ქურდობას როგორ მაბრალებთ?! ვიქნები ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს!

ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, სადაც მას მისთვის წარდგენილი ბრალი უნდა ჩააბარონ.

“რაც შეეხება ბინების თემას, მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რუსთავი 2-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით და ამის ყველა საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც. თქვე ნაბიჭ…ო ხომ გაქვთ ეს საბუთი, როგორ ბედავთ ჩემთვის დაბრალებას რამის მოპარვის. კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ! მათ შორის არც იმათ, ვინც ეს დებილობა პირდაპირ ეთერში წაიკითხა. თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, 4 საათი რომ მკითხავდით, 1 შეკითხვა რატომ არ დამისვით ამ ბინებზე თქვე ნაბიჭ…ო.

მე არ შემოვიფარგლები ტელევიზიით, თუმცა მას გავაკეთებ საუკეთესოს. მიუხედავად იმისა ჩამსვამენ თუ არა. მაგრამ, მე ყველა პლატფორმაში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც ივანიშვილს დააზარალებს. ეს ჩემი არჩევანი არ არის, ეს ივანიშვილის არჩევანია. პროკურატურის ბრიფინგით მან შემომითვალა, რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ვარ ამ მიწაზე. მე ვიღებ მის ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად