გვარამია: მთავრობა იგება ივანიშვილის ბალანსებით – ესენი თუ არ მოვიშორეთ, ქვეყანას დავკარგავთ

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილიგენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“პრემიერი – გახარია
შსს მინისტრი – ღარიბაშვილი

შიგ ხომ არა გაქვთ?! ეს დანიშვნები დაჟე ამ კოლაბორაციონისტი ქოცებისგანაც ზედმეტია უკვე. მთავრობა იგება ივანიშვილის ბალანსებით. ვინ რას იმუშავებს და გააკეთებს უკვე საერთოდ აღარაა თემა.

ესენი თუ არ მოვიშორეთ, ქვეყანას დავკარგავთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ქართული მედია სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს, რის მიხედვით საქართველოს პრემიერ ინისტრ მამუკა ბახტაძეს შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. გახარიას პოსტს კი, მეორედ დაიკავებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...