გვარამია მეუფე იაკობს: იცოდეს ბატონმა იაკობმა, პასუხს მოვთხოვ, როგორც მამაკაცი მამაკაცს…

“მისი ანაფორა სრულიად მეორეხასირხოვანია ჩემთვის”,-ამის შესახებ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

“რომ ვამბობდი ციხეში შევედი და 4 კორსპუსი საშინელებებს მეძახდა, დაახლოებით იგივეს საუბრობდა ჩემზე ამბიონიდან (მეუფე იაკობი). ეგ კაცი ისე, რომ იცოდეთ. მისი ანაფორა სრულიად მეორეხასირხოვანია ჩემთვის. პასუხს მოვთხოვ, როგორც მამაკაცი მამაკაცს. ეს რომ იცოდეს, მაინც ბატონმა იაკობმა. კოსტანტინე იაკობიშვილს მივმართავ, პასუხს მოეთხოვება იმ სუსულელეებისთვის, რაც იჭანტალა. თვალში ჩახედვის კუთხით… ვიცი რომ გვიყურებთ კოსტანტინე”,-ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გადაცემა “კვირის აქცენტებში” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი ხშირად აწუხებდა: “მეუფე იაკობი მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა რა ხდებოდა საპატრიარქოში”

შემდეგ კი,  გადაცემა “კვირის აქცენტებში” ერთ-ერთმა წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა “ვინ დაგავალათ, ჰომოსექსუალურ კავშირში დაგედოთ ბრალი ჩემს თანამშრომელთან?”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად