გვარამია მამა შალვას: არ ხართ მონა? გეპატიჟებით და თქვენთვის სასურველ დროს გაძლევთ კითხვებზე საპასუხოდ

ასე მიმართავს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მამა შალვა კეკელიძეს და თან იმ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრობს.

“ქადაგებებისთვის საკუთარი არხი გამოიყენეთ, ბატონო კეკელია (თუ იქაც არ გიშვებენ?). ჩვენ კიდევ ინტერვიუზე გეპატიჟებით, რა ხანია. მაგრამ დაჯღანიძეა თუ ჩაჯღანაიძე, არ გიშვებთ და თქვენც, როგორც ჭეშმარიტი მონა, ემორჩილებით.

არ ხართ მონა? აგერ, კიდევ გეპატიჟებით და დასახელებულ თქვენთვის სასურველ დროს გაძლევთ კითხვებზე საპასუხოდ”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, მამა შალვამ “მთავარი არხისგან” საეთერო დროის გამოყოფა ითხოვა:

ქადაგებებისთვის საკუთარი არხი გამოიყენეთ, ბატონო კეკელია (თუ იქაც არ გიშვებენ?). ჩვენ კიდევ ინტერვიუზე გეპატიჟებით, რა ხანია. მაგრამ დაჯღანიძეა თუ ჩაჯღანაიძე, არ გიშვებთ და თქვენც, როგორც ჭეშმარიტი მონა, ემორჩილებით. არ ხართ მონა? აგერ, კიდევ გეპატიჟებით და დასახელებულ თქვენთვის სასურველ დროს გაძლევთ კითხვებზე საპასუხოდ.

Posted by Nika Gvaramia on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად