გვარამია: ივანიშვილს ბოლო გასროლა დარჩა, რაც მას თავში მოხვდება და აღმოჩნდება ციხეში 

მოსამართლე არევაძეს არ აქვს სიფხიზლის წინაპირობა – წესიერება და სინდისი, – ასე პასუხობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი საქმის განმხილველ მოსამართლეს გიორგი არევაძეს, რომელმაც გვარამიას წინა განცხადებას, სადაც მან მოსამართლის სიფხიზლეზე შემოწმება მოითხოვა, სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება უწოდა.

გვარამია აქვე იმასაც აცხადებს, რომ ივანიშვილს ბოლო გასროლა დარჩა და ეს არის პოლიტიკური რეპრესიები სასამართლოების მეშვეობით. მისი თქმით, ეს გასროლა ივანიშვილს მოხვდება თავში და აღმოჩნდება ციხეში.

“მოსამართლე არევაძე საერთოდ ვერ იქნება ფხიზელ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ წინაპირობა არ აქვს მას სიფხიზლის – წესიერება და სინდისი. ის ვერ იქნება ფხიზელი, ის არეული თვალით უყურებს ქვეყანას. მისი ადგილიც რამდენიმე ათეული მეტრით უკან არის. მე ვნახე მისი განჩინება, რომლითაც სასამართლო დარბაზიდან ვარ გამოძევებული და შიგნით არაფერი არ წერია.

ეს არის პოლიტიკური საქმეები. ყველამ იცის, რომ კვირაში ორი პროცესი არცერთ საქმეზე არ ინიშნება. არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა “რუსთავი 2″-ის საქმის გარდა. ეს არის პოლიტიკური საქმე. ბიძინა ივანიშვილს დარჩა ბოლო გასროლა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები სასამართლოების მეშვეობით. ეს გასროლა მას მოხვდება თავში. ამის შედეგად ის მოხვდება იქ, სადაც ახლა მე ვდგავარა, იმ დაწესებულებაში რომლის წინაც ახლა მე ვდგავარ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლისას, სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად