გვარამია: ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება

ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება – ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი.

ასე ბრუნდება საბჭოთა კავშირი ჩვენს სახლებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. და დროზე თუ არ მოვუღებთ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს – მთავარ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა კავშირის მთავარ დამნერგავს რეგიონის ოდესღაც ყველაზე ლაღ და თავისუფალ ქვეყანაში, სამუდამოდ და შეუქცევადად წავალთ მოუსავლეთში.

ps ერთპიროვნული, ხუთსახოვანი თუ ათასთვალიანი, გაუთავებლად იდაოს ყველამ (მასშტაბური ფიგურებიც იმისია, რომ მათზე იდაონ. აბა სწორხაზოვნად კარგი და ცუდი ისტორიამ არ იცის). თუმცა, არ მგონია საომარი მოქმედების გამოცხადებად ღირდეს გინდა ერთი, გინდა მეორე პოზიცია, ცოტა უხერხულიც კია თავისუფალი ხალხისთვის. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მარტო სააკაშვილის დროს იყო ეს ქვეყანა დასავლეთი და გაბუს მრავალწახნაგოვანი შინაგანი სამყაროს და თავისუფლების, ნიკას განათლების და შრომისმოყვარეობის უპატრონოდ რეალიზაციის, ნოდარს თავისი ნიჭის და კარიერის სხვისი ხელშეწყობის გარეშე თავბრუდამხვევად განვითარების და მრავალი სხვა ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა, პირველ რიგში, ზუსტად ამ მიშას და ასევე მისი გუნდის დამსახურებაა” – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად