გვარამია: გეუბნებით იმას, რაც ვუთხარი მოსამართლეს – ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ!

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მაგისტრ მოსამართლესთან, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა.

“სამარცხვინო და უშიაარსოა ეს ყველაფერი. კითხვები მე თვითონ გამიჩნდა, ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის სახელწიფო… მათი აზრით, დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის მოწოდებას, დავამხოთ სახელმწიფო ხელისუფლება, უბრალოდ სირცხვილია.

ასევე, სირცხვილი და სამწუხაროა ის, რომ პროკურორებს, გამომძიებლებს ისეთ დამამცირებელი ფუნქცია შესძინეს, ისეთ დავალებებეს ასრულებინებენ, რომ კითხვის დასმის დროს, სირცხვილის გრძნობის დაფარავა  შეუძლებელია.

მოსამართლესთან რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ საჯაროდ: ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ! ერთხელ თუ არ იქნა საკმარისი, ორჯერ, სამჯერ და 32-ჯერ”- განაცხადა ნიკა გავარამიამ “მთავარ არხთან”.

ნიკა გვარამის დღეს 11:00 საათზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა, მან უარი განაცხადა უწყებაში მისვლაზე და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ცნობისთვის, სუს-მა ნიკა გვარამია, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად