გვარამია: გაწერილი პაციენტებიდან გარკვეული რაოდენობა მცდარი ნეგატიური პასუხითაა, როცა PCR დაბალი ხარისხისაა

” ალტერნატიული ტესტირებით გამოვლინდა გაწერილი და ე.წ. გამოჯანმრთელებული პაციენტების კორონადადებითი პასუხი.”- ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

” გაწერის პროტოკოლის თანახმად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ 24 საათის განმავლობაში ზედიზედ ორი PCR ტესტით უარყოფითი პასუხი აქვს.

მაგრამ. და აი აქ იწყება: როცა PCR დაბალი ხარისხისაა (ჩინური), დაბალი მგრძნობელობის და შეცდომის მაღალი ალბათობით, გაწერილი პაციენტებიდან გარკვეული რაოდენობა მცდარი ნეგატიური პასუხითაა და სინამდვილეში კორონადადებითია. ალტერნატიული ტესტირებით გამოვლინდა გაწერილი და ე.წ. გამოჯანმრთელებული პაციენტების კორონადადებითი პასუხი.

უყურეთ ცხრა საათზე მთავარს და გაიგეთ სიმართლე “გამოჯანმრთელებულების” სტატისტიკაზე”-წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად