გვარამია: გახარიას ჩემთან ვეპატიჟები და დიდი სიამოვნებით მოვისმენ ყველანაირ ამბებს

ვეპატიჟები საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას და დიდი სიამოვნებით მოვისმენ მისგან ამბებს – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, საავტორო გადაცემა „ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან ერთად“ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე: გახარია სხვა მოვლენაა. საინტერსო პროცესი წავიდა ბიძინა ივანიშვილის მომხრეებში. ამბობენ, რადგან ბიძინამ არ გაგვიმართა, არ არის მთლად ასეთი გენიოსი და ჭკვიანი, მოდით, გადავეწყოთ გახარიაზე. გახარია არის „ქოცების“ შანსი, ისინი ასე ხედავენ ამას.

ნიკა გვარამია: ანუ, რა ტიპის მოვლენაა, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის დროს ოქრუაშვილი?
გუბაზ სანიკიძე: არ შევადარებ, თუმცა, შეიძლება ამას დაემსგავსოს.
ნიკა გვარამია: ანუ, შეიძლება ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში ვიხილოთ, როგორ მოყვება ამბებს?
გუბაზ სანიკიძე: კი კაცო
ნიკა გვარამია: მე ჩემთან ვეპატიჟები და დიდი სიამოვნებით მოვისმენ გახარიასგან ყველანაირ ამბებს. მაგრამ, შეკითხვებს მაინც დავუსვამ.
გუბაზ სანიკიძე: პროცესი ახლა იწყება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად