გვარამია: ელიზაბეთ რუდი არასდროს მოსულა მთავარ ოპოზიციურ არხზე, ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით

ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას “ლიჩნი” მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას – ნამეტნავად რთული” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა “მივალ გურიაში მარა” იმღერა (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად