გვარამია: დიდი იმედი მაქვს, რომ ზაზა ოქუაშვილი შემოვა წილში და ტექნიკას შემოიტანს საწესდებო კაპიტალში

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი “იბერიას” კუთვნილ ტექნიკას გამოიყენებს და 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას.

მისი თქმით, არხი ეთერში გავა „კომედი არხის“ სიხშირეზე, ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან იმ დრომდე, ვიდრე „მთავარის“ ოფისი მზად იქნება.

„ჯერჯეორბით ასე [„იბერიის“ ტექნიკით] ვიმუშავებთ და როდესაც დასრულდება მოლაპარაკებები წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი შემოვა და ტექნიკას შემოიტანს საწესდებო კაპიტალში“.

წყარო: ნეტგაზეთი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...