გვარამია: ჩინძალაძეს ფეტვიაშვილის 60-მდე ტილო აქვს, რაც მილიონ ევროზე მეტი ღირებულებისაა, საიდან?

მსოფლიოში ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების ყველაზე დიდი კოლექციონერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა – ამის შესახებ ნკა გვარამიამ საავტორო გადაცემა „ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან“ ერთად განაცხადა.

“სასამართლოში ძალიან მაღალი კორუფციაა, რასაც ვერ დავაბრალებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. რუსიკო ფეტვიაშვილის ნახატების ყველაზე დიდი კოლექციონერი, რაც100 %-ით ვიცი არის ბატონი ჩინჩალაძე.
1 ნახატიც კი ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ სერიოზული ტილოს ფასი 25 ათასი ევროდან იწყება. ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზულ კოლექციონერზე, დაახლოებით 60 ტილოზე. ეს ადის დაახლოებით მილიონ ევროზე.
ძალიან მაინტერესებს საიდან, რამდენი აქვს ხელფასი? დასვით კითხვა და შეგახსენებთ, დაუსაბუთებელი ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას, არ ჭირდება სისხლის სამართლის პროცედურებიც კი“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად