გვარამია: ჩემს გასაყვანად აქ შემოსვლა არაა საჭირო, მითხარით სად უნდა მოვიდე და მოვალ   

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა, რომ შესაძლოა დღეს საღამოს ტელეკომანიის ძალადობრივი აღება მოხდეს.

მან ხელისუფლებას მოუწოდა: რა ჩანაწერებიც არ უნდა გამოაქვეყნოთ, არ გაბედოთ “რუსთავი 2”-ში შემოსვლა

“ვერასდროს ვერაფერი მოიტანეთ ჩემი ან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომელიც დაადასტურებდა რომ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა უნდა ვინმეს. იქაც კი ლაპარაკი იყო ბარიკადებზე “რუსთავი 2”- ის დასაცავად და ვმსჯელობდით იმაზე დაღვრიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი სისხლს. აღარ მახსოვს რა მოცულობით გამოქვეყნდა, მაგრამ მე ვამტკიცებდი რომ არა მგონია თქო. სხვათა შორის ცხვირში დამაფარა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მტკიცებულებები.

ახლაც რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, არ ვიცი თუ უსმენთ ჩემს საუბრებს, ალბათ უსმენთ მაღალი თანამდებობის პირებთანაც. რა საქმეებიც არ უნდა აკინძოთ და ქნათ, არ არსებობს, ჩემი მხრიდან საერთოდ გამორიცხულია, არც ჩემი თანამოსაუბრეების მხრიდან არავითარი საუბრები რევოლუციაზე. ან სისხლიან დამხობაზე ან სხვა ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მე არც ვმალავ რომ ვესაუბრები ადამიანებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვარ ის ვინც ამ ტელევიზიის მეშვეობით ხელს ვუწყობ რაღაცა ტიპის არეულობას, კი არ ფიქრობთ, კერავთ, მე გამოვცხადდები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დავიცავ ჩემს უფლებებს ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია.

მე არ ვაპირებ ამოვეფარო ჩემს თანამდებობრივ სტატუს და ტელევიზიას. არ არის აქ შემოსვლა საჭირო ჩემს გასაყვანად. მითხარით სად უნდა მოვიდე და მოვალ, თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს”, – ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...