გვარამია: ჩემი გინება მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ

ამის შესახებ ტელეკომანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს US Embassy Tbilisi, Georgia European Union in Georgia ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ თურმე “უნდა ვიყოთ ყველანი ფრთხილად, რომ სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს”.

ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და თუ სურს ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

შესაბამისად, “თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება” და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე, ივანიშვილის პირადი პარლამენტარი იმუქრება, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

ps რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს”, – წერს ნიკა გვარამია სოციაურ ქსელში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...