გვარამია: არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას

“რუსთავი 2-ი”ს დირექტორი, ნიკა გვარამია არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა პ.ს-ში მონოლოგს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოხატვის ფორმას, ანუ უშვერი სიტყვებით გინებას არხი კატეგორიულად არ იზიარებს.

“დღეს საერთოდ ლაპარაკს თუ შევძლებდი არ მეგონა, უმძიმესი შაკიკის შეტევით ვიწექი, მეტყველებაზეც პრობლემა მაქვს ამის გამო, თუმცა მიწევს სამსახურში წასვლა იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო ტექტსში თქვა, საჭიროა ტელეკომპანიის სახელით ახსნა განმარტების გაკეთება.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ჩართვაში.

“პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ვიზიარებ პათოსს ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ პათოსის ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი ფანტასტიური აქციის წევრებმა ამ დღეების განამავლობაში გააკეთეს, როცა იმღერეს “პუტინ ხუილო”.

არხის სახელით ვაკეთებ განმარტებას: არხი თავის მთავარ ინტერესად მიიჩნევს ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნამდვილ მტერზე, ვლადიმერ პუტინზე მიიჩნევს გამართლებულად. არხის ეთერში თვითგამოხატვა, იქნება ეს საავტორო თუ სხვა გადაცემა, თვითგამოხატვას აქვს საკუთარი ფორმები და წესები. ეს წესები მეც დამირღვევია არაერთხელ, თუმცა ამ ე. წ დარღვევასაც აქვს თავისი ფორმა, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებას და ზომიერებას, გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში.

არხი კატეგორიულად არ იზიარება ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას, მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.” – აცხადებს ნიკა გვარმია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად