A2 ბანერი
A2 ბანერი

გვარამია: არ ვიცი, მოკლეს თუ არა პატარკაციშვილი, მაგრამ ვინც ამაში ფულს გადაიხდიდა, ივანიშვილია

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას ეჭვქვეშ აყენებს და ვარაუდობს, რომ ის მოკლეს. როგორც გვარამია facebook-ის პირად გვერდზე აღნიშნავს, ამისთვის ფულს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაიხდიდა.

“მე არ ვიცი, მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი (ბრიტანეთი იძიებდა ამ საქმეს), მაგრამ ის კი ვიცი დაზუსტებით, რომ თუ ვინმე ამაში ფულის გადამხდელი იყო, ეს ბიძინა ივანიშვილია.
არავის ისე არ სძულდა და არ ეშინოდა პატარკაციშვილის, როგორც ივანიშვილს.
მე ეს არ მესწავლება – ვიცი, ვის მისდიოდა გული პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას რომ აწყობდა და ვინ ითხოვდა მის ჩამოხრჩობას, დახვრეტას და გადაშენებას. და ისიც ვიცი, ვის გაეხარდა საქართველოში ყველაზე მეტად ჩემი ბრიფინგი, როდესაც პატარკაციშვილი-კოდუას ჩანაწერი გამოვაქვეყნე”,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში 2008 წელს, გვიან ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 52 წლის იყო. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს.

კომენტარები
იტვირთება...