გვარამია: ამირან გამყრელიძემ საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, ვირუსი როგორ არ შეეყაროს

ამის შესახებ ტელეკომაპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულების, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული” – წერს ნიკა გვარამია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილი, ნიკოლო გამყრელიძეს, რომელიც სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორია კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდა.

ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად