გვარამია: 80 000 ლარი ჩემთვის წარმოუდგენელი თანხაა, ვერ გადავიხდი და თან უდანაშულო ვარ!

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხის განმხილველი სხდომა მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვს.

“ამ წუთში 80 000 ლარი ჩემთვის წარმოუდგენელი თანხაა. ფიზიკურად ამ თანხას ვერ გადავიხდი. თუმცა, მე მიმაჩნია რომ ვარ სრულიად უდანაშაულო და მიმაჩნია რომ არავითარი აღკვეთის ღონისძიებას არ ვიმსახურებ”.

სხდომაზე გვარამიამ პროკურორების ვანო ოქროპირიძისა და ზვიად გუბელაძის აცილება მოითხოვა. გვარამიამ პროკურორებს ჰკითხა, მოისმინეს თუ არა მისი გუშინ გაკეთებული განცხადება აღკვეთის ღინისძიების შესახებ. რაზეც ზვიად გუბელაძემ უპასუხა, რომ არ მოუსმენიათ მისი განცხადება. რის შემდეგ გვარამიამ მოსამართლედ მათი აცილების შუამდგომლობით მიმართა. გვარამას თქმით, “ეს პროკურორები არიან მეძიებლობით დაკავებული, არიან აგრესიულები და ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე და არიან სრულიად უკონტაქტო”. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა არ დააკმაყოფილა გვარამიას შუამდგომლობა პროკურორების აცილების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად