გვარამია: 2022 წლის თებერვალში “ოცნება” არჩევნებს გეგმავს, ვნახავთ გაქცევებსაც, ვნახავთ გახარია-კალაძეს ჩემს სტუდიაში

2022 წლის თებერვალში “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებს გეგმავს- ამის შესახებ განცხადება “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “მთავარი აქცენტების” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, საჯარო განცხადებებისა და კატეგორიული უარყოფების მიუხედავად, ივანიშვილის მთავრობამაც და პარლამენტის წევრებმაც კარგად იციან რომ “გადარჩენის ერთადერთი მეთოდი” ახლა სწორედ ესაა.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, ნიკა გვარამია იმ სამართლებრივ გზებზე საუბრობს, რომლითაც ენმ-ს თავმჯდომარის გათავისუფლებაა შესაძლებელი:

როგორ გამოუშვან მელია ახლა ეს არის დიდი თავსატკივარი. მელიას გამოშვება დასასრულია მათთვის, დაიცინებიან და გასაქცევად მოემზადება ყველა. ვნახავთ ჩვენ გაქცევებს როგორც გახარიასი ვნახეთ. კახი კალაძის გაქცევასაც ვნახავთ და სხვებისაც…მათ დევნას რომ დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი მათ ჩემთან მოსვლას და ამ სტუდიაში მოსვლასაც ვნახავთ – ამბობს ნიკა გვარამია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...