გვარამია სოფო კილაძეს: ალო, ბატისტვინავ, იზორიას ძმას თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ აქვს მართვის მოწმობა?

ასე პასუხოსბ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, პარლამენტი ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სოფო კილაძის გაკეთებულ განცხადებას.

“ბოროტმა ფრეკენ ბოკმა, სოფო კილაძემ, იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი ვიდეოს გაშვება უზნეობააო.

ალო, ბატისტვინავ, თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ მართავს ავტომობილს, როგორა აქვს მართვის მოწმობა? და ამ პრობლემების ბონუსად, უკანონოდ, ნარუშილოვკა რატომ დაამატეს ზედ? ფსიხია და ვინმე რომ გაიტანოს, არ გააჩერონ ბიჭიო?

იდიოტი მონა. – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსნებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს, ტელეკომპანია “მთავარში” გავრცელებული კადრების,  სადაც  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს ,კომენტირებისას განუცხადა, კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა. მისი ვიდეოს გასაჯაროება დიდი უზნეობაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად