გუტერეში: უეცარი მკაცრი სიცივეები აშშ-ში, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების შედეგია

უეცარი მკაცრი სიცივეები, მაგალითად ის, რაც ამ თვეში ხდება შეერთებულ შტატებში, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების შედეგია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ტემპერატურის მნიშვნელოვან ვარდნაზე აშშ-ს რამდენიმე შტატში. “აშკარაა, რომ მსოფლიოში გლობალური დათბობა ხდება,” – თქვა მსოფლიო ორგანიზაციის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ კლიმატის რყევები მკვეთრად იზრდება.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ეს ეხება ქარიშხლებს, არანორმალურ სიცხეს და სიცივეს. “საშუალო ტემპერატურა იზრდება, ის ძალიან სწრაფად იზრდება. ეს ყველაფერი ძირითადად კლიმატის ცვლილების შედეგია”, – თქვა გუტერშმა.

გენერალური მდივნის თანახმად, მტკიცებები, რომ მკვეთრი სიცივე უარყოფს გლობალურ დათბობას, მიუთითებს “მეცნიერული ცოდნის ნაკლებობაზე, სრულ უმეცრებაზე”. როგორც გუტერეშმა განაცხადა, “ყველა მკვეთრი ცვლილება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ტემპერატურის შემცირებისკენ არის მიმართული, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დისბალანსის შედეგია.”

ბოლო მონაცემებით, თოვლის ნალექის გამო ტექსასის 500 000 მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...