გუტერეში განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, განვითარებადი ქვეყნებისთვის 100 მლრდ აშშ დოლარი გამოყონ

განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა დახარჯონ 100 მილიარდი აშშ დოლარი, რათა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ეკოლოგიური კრიზისის შედეგებს განიცდიან. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მაღალი დონის ღონისძიებაზე ისაუბრა.

”მე მივმართავ განვითარებულ ქვეყნებს, რომ ამ წელიწადში შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, უზრუნველყონ 100 მლრდ აშშ დოლარი წელიწადში განვითარებად ქვეყნებში კრიზისული სიტუაციების შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი ადაპტაციისა და მათი ეკონომიკური მდგრადობის გაზრდის მიზნით. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და წაახალისებს ბიზნესებს”, – აცხადებს გუტერეში.

გუტერეშის თანახმად, ”კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემა ყველას აწუხებს და საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია გადადოს ამ პრობლემის მოგვარება. ამ კრიზისზე რეაგირება უნდა იყოს სწრაფი, გადამწყვეტი და მასიური ერთობლივი მოქმედება”, – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად