გუშინდელთან შედარებით, ანიტას მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა, თუმცა ძირითადად აძინებენ

როგორც ანიტას ჯგუფის ადმინი გვატყობინებს, დღეს ანიტას მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით ცოტათი გაუმჯობესდა და მოახერხა თავისი საყვარელი ხაჭაპურის ნახევარის მირთმევა.

26-ე ღამეა რაც ერთად ვართ ყველა #ანიტას❤️ისთვის. ერთად და შემართებით‼️‼️
გაწვდით მოკლე ინფორმაციას დღევანდელი დღის და არსებული სიტუაციის შესახებ:

👩🏼‍⚕️👨🏼‍⚕️ქ. გრაცის საავადმყოფოს ექიმები დღეს დილიდან დამატებით გამოკვლევებს უტარებდნენ ანიტას. გაუკეთდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და დამატებითი ანალიზები შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესასწავლად. პასუხებს ველოდებით.

😴 ანიტას ისევ აძინებენ, ძირითადად, რადგანაც, როცა ღვიძავს, აქვს მცდელობები თავი გაითავისუფლოს ზონდისა და კათეტერისგან, რისი დახმარებაც ამ ეტაპზე ესაჭიროება მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

🍽 თუმცა, დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით, მაინც მოახერხა თავისი საყვარელი ხაჭაპურის ნახევარის მირთმევა. 🎉🎉🎉

🇮🇹 იტალიიდან ისევ ველოდებით ტრანსპლანტაციის ინსტიტუტისა და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს და ისევ ვიმედოვნებთ, რომ ეს პასუხი გვექნება ძალიან მალე‼️‼️

🗣ქ. გრაცის და მთლიანად ავსტრიის ქართველებო, გმადლობთ, რომ თქვენც ჩვენსავით ანიტაზე ფიქრით და ზრუნვით ცხოვრობთ ბოლო დღეებია❣️

❣️❣️❣️ ასევე, ყოველ ადამიანს, ვინც ჩვენთანაა, ვისაც ჩვენი გოგო ეფიქრება, ვინც არ კარგავს რწმენას და ჩვენთან ერთად იბრძვის – ვუხდით ძალიან დიდ მადლობას.

ვართ ერთად❣️
ვაგრძელებთ ბრძოლას❣️
ბრძოლას ბოლომდე #ანიტას❤️ისთვის❣️❣️❣️

10.12.2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად