გუშინდელმა უამინდობამ ქედის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ქედის მერიის ინფორმაციით პირველადი მოკვლევის თანახმად, 12 ივნისს განვითარებული სეტყვის შედეგად, დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები, განვითარდა მეწყრული პროცესებიც.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე, 12 ივნისს მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად იქნა პრობლემა აღმოფხვრილი.

კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის მასა ჩამოწვა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ამ წუთებში, მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობა 1 საათის განმავლობაში აღდგება.

დასეტყვილია სოფელი კოკოტაური, ზესოფელი, ინაშარიძეები, მერისი, ზედა აქუცა, ორცვა, არსენაული, შევაბური, ოქტომბერი, კუჭულა, (წონიარისის ადმინისტრაციული ერთეულის თითქმის ყველა სოფელი – ვარჯანისი, წონიარისი, საბადური, ტიბეთ
ა, კანტაური, აბუქეთა.
წყლის მასის მოვარდნის გამო, საფრთხე შეექმნა ერთი მოქალაქის საცხოვრის სოფელ ტაკიძეებში.
ვითარება ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სტაბილურია. მერის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებულნი.
უამინდობას სხვა მხვრივ პრობლემები არ შეუქმნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...