გუშინ, ღამით, შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების შემდეგ, ნეაპოლის ქუჩები ავტომობილებით იყო ჩახერგილი

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 531 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 138–ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 229 858 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 50 კაცი გარდაიცვალა, 69-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. repubblica აღნიშნავს, რომ ლომბარდიას ბიოლეტენის გამოქვეყნების მომენტისთვია არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ და უცნობია, რამდენია განვლილ 24 საათში გარდაცვლილთა ოდენობა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 785 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 8613-მდე (იყო 8695), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 553-მდეა (იყო 572) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა140 479-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 61,12%-ია.

People gather by car on the waterfront to enjoy night life during phase 2 of the coronavirus emergency, in Naples, southern Italy, 24 May 2020. Traffic blocked until 4 in the morning, gatherings and bivouacs, shouts, fights between young people and exasperated residents. Who was on the Naples waterfront last night for the first Saturday post lockdown speaks of “collective madness”. Thousands of people, even without a mask, poured into the street, on foot or by car, with the sidewalks used as preferential lanes for cars and motorcycles, despite the nightlife venues have respected the closing time at 11pm.
ANSA/ CESARE ABBATE

შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმების შემდეგ, გუშინ, ღამით, ნეაპოლის ქუჩებში გავლა შეუძლებელი იყო. თვითმხილველთა თქმით, ქალაქის ქუჩები ჩახერგილი იყო მანქანებით და მოძრაობა მხოლოდ დილის 4 საათისთვის აღდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად