გუშინ ღამე, ფოთის ბაზრობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დახლების აღებას ხმაური მოყვა

გვიან ღამით ხმაური იყო ფოთის ბაზრობაზე. მიზეზი ზედამხედველობის სამსახურის მიერ ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, დახლების აღება გახდა. მოვაჭრეების განცხადებით, მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ღამის საათებში, მათთან შეუთანხმებლად დაარბიეს და აიღეს მათ მაღაზიებთან განთავსებული სავაჭრო დახლები.

“მაღაზიების წინ დახლები გვაქვს განთავსებული , რომელსაც, როგორც მითხრეს ანგრვნდნენ. გამოვიქეცი სახლიდან, რომ ჩემი დახლები გადამერჩინა. ბაზრის ტერიტორიაზე შემოვედი თუ არა, ვნახე როგორ იღბდნენ დახლებს. მე ვიცავ ჩემს დახლებს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აიღონ. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთოების წესების დაცვის გამო ხდება. ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა.მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის, სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია”, – განაცხადა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ. მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება და აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად