“გურული დღიურების” კიდევ ერთი სტიპენდიატი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე გახდა

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

დღეს დიდზე დიდი დღე იყო – ოზურგეთის, ლანჩხუთის, მესტიის, საჩხერის რაიონების შემდეგ ფონდი გურული დღიურები . Foundation Guruli Dgiurebi -ს მორიგი სტიპენდიატი ჰყავს – ამჯერად მარნეულიდან. ამ გოგონამ, სპეციალურად გამოცხადებულ კონკურსში რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის ჩავატარეთ და პირობად ქართულ ენაზე თავისუფალი თემის დაწერა დავავალეთ, შესანიშნავი ესე შექმნა. წერაში კონკურსი საგანმანათლებლო ცენტრში გაიამართა, ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა და ამჯერად მარია გასანოვა გამოირჩა. ჩვენი საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა – მარია ამის საუკეთესო მაგალითია.

p.s. დღესვე მარნეულის გამგეობამ, მარნეულის ქართული ბიბლიოთეკის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი კეკლიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა

#გურულიდღიურები #მომავლისთვის #ეკვილიბრიუმი

p.s. ჩვენი ფონდი მომავლისთვისაა. აი, ანგარიშის ნომრები

 თიბისი ბანკი: GE21TB7902136080100007

 საქართველოს ბანკი: GEO3BG00000001

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად