გურჯაანში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 941 595 ლარია სავარაუდო ღირებულების ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე 3 სექტემბერს გამოაცხადა.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ძაღლზე გათვლილი ზაფხულის ვოლიერების, ადმინისტრაციული შენობის, ლაბორატორიის, პოსტოპერაციული ბლოკის, დაცვის შენობის და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება
ზამთრის ვოლიერების მოწყობა.

სატენდერო წინადადებების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...