გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 966 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 966 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ასრულებს.

"რეაბილიტაცია 24 ივლისს დაიწყო, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 339 853 ლარს შეადგენს. ღვინის ქარხანასთან მთავრდებოდა ასფალტი და ყვარლის გზის შემაერთებელი მონაკვეთი დაზიანებული იყო. ახლა სწორედ ეს მონაკეთი მოასფალტდება, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და თანადაფინანსებაში 13.5%-ით ადგილობრივი ბიუჯეტი შედის " -აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაცია 21 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად