გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი ჩამოინგრა

გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ბრიგადა, სამართალდამცველები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ბავშვები შედიან და ეზოში თამაშობენ ხოლმე, კიდევ კარგი, ახლაც იქ არ იყვნენ, თორემ რამე უბედურება მოხდებოდა. წლებია, აქ მცხოვრებლები, შენობის დანგრევას ვითხოვთ, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა.“- აღნიშნა ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა, ვაჟა ტაველიშვილმა.

აღნიშნული შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. მისი გაყიდვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად