გურჯაანში, მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ

ამ წუთებში გურჯაანის მუნიპალიტეტკს სამი სოფლის, ახაშნის, ზეგაანისა და მუკუზნის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

„ყურძენი ლპება და ვერ ვაბარებთ. ჯერ ისედაც დაბალი ფასი აქვს და მაგასაც არ იღებს ქარხანა. დაცინვაა 70 თეთრი, რქაწითელი ერთი ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ დანახარჯი აანაზღაუროს,“-აცხადებენ მევენახეები.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი. მერის ინფორმაციით, გურჯაანის მერიაში მევენახეებთან შეხვედრას გეგმავენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი.
მევენახეები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...