გურჯაანში, კურორტ ახტალაზე ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 50-მდე ღვინის კომპანია, ასევე დიდი და მცირე მარნები და გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საუკეთესო კახური ღვინო დაეგემოვნებინათ.

"ბოლო წლებია ღვინის დღე ღვინის კვირეულად გადაიქცა. ახლა გურჯაანიც დაემატა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. აქამდე რომ არ ტარდებოდა გურჯაანში ღვინის ფესატივალი, გასაკვირი იყო. რთველი წელს საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა მევენახეებისა და მეღვინეებისთვის, ყველანი აქ არიან წარმოდგენილი და ერთად დავლიეთ წლევანდელი ღვინის სადღეგრძელო.“-აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა. 

ორგანზიატორების თქმით, ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად