გურჯაანში კორონავირუსით დასუფთავების სამსახურის მძღოლი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა.

ის გურჯაანის ერთ- ერთ საავადმყოფოში ორმხირივი პნევმონიით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო, ამიტომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კახეთის რეგიონში დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობამ 4700-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად