გურჯაანში ”გლეხური ბაზრის” დემონტაჟი მიმდინარეობს

ამ წუთებში გურჯაანში „გლეხური ბაზრის“ დემონტაჟი მიმდინარეობს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვლის ინფორმაციით, მოვაჭრეების მოთხოვნა გაითვალისწინეს და დემონტაჟის მიუხედავად მათ მუშაობაში ხელი არ ეშლებათ.

„ისინი მოითხოვდნენ ბაზარში დარჩენილიყვნენ, რადგან შეთავაზებულ ადგილას სათანადო პირობები არ იყო. გადავიყვანეთ ქვემოთ ტერიტორიაზე. მერიიდან მოგვიტანეს კარკასები და ბრეზენტიც მოგვაშველეს. დანარჩენი ჩვენ შევიძინეთ. გადავაფარეთ და მაგიდები გავაწყვეთ. ვაძლევდით მითითებებს, ვინ სად უნდა დამდგარიყო და დაიწყეს ჩვეულებრივ ვაჭრობა. მართალია, ცოტა ვიწროდ არიან, მაგრამ თვითონ ასე ისურვეს. დავიწყეთ უკვე დემონტაჟი. ყველაფერი კაპიტალურად გაკეთდება წყალი, კანალიზაცია და ა.შ. გვექნება კომფორტული და სტანდარტების შესაბამისი ბაზარი. “- განაცხადა აკოფაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის,არჩილ ხანდამშვილის ინფორმაციით, მოვაჭრეების დროებით განსათავსებლად რამდენიმე ლოკაცია განიხილებოდა, მათ შორის კრინიგზის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, თუმცა მოვაჭრეებმა გადასვლა არ ისურვეს.
მერის თქმით, ,,გლეხური ბაზრის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

„ჩვენი ვალდებულება იყო, მოვაჭრეებს პრობლემა არ შექმნოდათ, რადგან მათ უკან ბანკები და ვალდებულებები დგას. რამდენიმე ლოკაციას ვფიქრობდით, მაგრამ მაინც ცენტრი- რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია ავარჩიეთ, თუმცა თვითონ განაცხადეს უარი. ჩვენ შევხვდით მათ და რაც გადაწყვიტეს, ისე მოვიქეცით. მიუხედავად იმისა, რომ ვიწროდ არიან, მაინც ასე სურდათ. მოტანილი გვქონდა საჩრდილობლები, მაგიდები, რკინის კონსტრუქცია, რომელიც უნდა აგვეწყო. ეს ყველაფერი გადავიტანეთ ბაზარში და იქ მოვაწყეთ. რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, ორი თვე გაგრძელდება და მოვაჭრეები განახლებულ ბაზარში გადავლენ. ამის შემდეგ მათ გარემოვაჭრეებიც შეუერთდებიან. “- განაცხადა ხანდამაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...