გურჯაანში ღვინის ქარხნებთან რიგებია

გურჯაანში ღვინის ქარხნებთან რიგებია. მევენახეების თქმით, ყვარელში ღვინის კომპანიებმა ყურძნის მიღება შეაჩერეს, ამიტომ დაკრეფილი მოსავლის წაღება გურჯაანში მოუწიათ.

"ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. რთველის დროს რიგები საწარმოებთან ჩვეულებრივი მოვლენაა.როცა კონკრეტული კომპანია დიდი რაოდენობით ყურძენს იღებს და გადავსება ხდება,აჩერებს მიღებას და პროცესში სხვა ქარხანა ერთვება.რთველი აქტიურ ფაზაშია შესული და ქარხნებთან მანქანების ნაკადი ბუნებრივია", – განაცხადეს "რთველი 2018" ის საკოორდინაციო შტაბში.

შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაცია 140-მა ღვინის კომპანიამ გაიარა, მათ შორის 60-მა კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად