გურჯაანში ექვსი ქუჩა მოასფალტდება

მიმდინარე წელს გურჯაანში ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია და რამდენიმე კორპუსის ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, თანადაფინანსებაში ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით შედის.

"კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 275 585 ლარი დაიხარჯება, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ქვაფენილის შემდეგ მონაკვეთზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც 126 327 ლარია გათვალისწინებული. მარჯანიშვილის ქუჩის მოასფალტებას 165 545 ლარი მოხმარდება, შარტავას ქუჩას – 136 511 ლარი, ფარნავაზის ქუჩას – 324 475 ლარი, ბელიაშვილის ქუჩასა და ჩიხს -171 259 ლარი. აღნიშნული გზები სრულად ამორტიზებული იყო და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ხდება რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მოასფალტდება რამდენიმე ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლების ეზოებიც.,,- განაცხადეს გურჯაანის მერიაში.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა ფშაველასა და მარჯანაშვილის ქუჩებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად