გურჯაანში, დებატების ორდღიანი ტურნირი გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, დებატკლუბების პროექტის ფარგლებში, დებატების ორდღიანი ტურნირი გაიმართა.

ახალგაზრდა მოდებატეებმა განათლების სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და თემაზე – „საქართველოში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან გამართელებულია“ ორი დღის განმავლობაში იდებატეს. მოდებატეებს გამოცდილი და კომპეტენტური მსაჯები მრავალკომპონენტიანი კრიტერიუმებით აფასებდნენ, რომლის საფუძველზეც, მოგებებისა და ქულების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესო სპიკერები და დებატკლუბები.

პროექტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შექმნილმა, ოცამდე დებატკლუბმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ტურნირის გამარჯვებული ოთხი გუნდი გახდა. შესაბამისად, სოფელ ახაშნის, ქალაქ გურჯაანის მეოთხე, სოფელ მუკუზნის და სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლების დებატკლუბის წევრები, დებატების ეროვნულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 8 და 9 ივნისს გაიმართება.

ეროვნულ ტურნირში, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ასევე, ერთი ნაკრები გუნდიც მიიღებს მონაწილეობას, რომლის 3 წევრიც 10 საუკეთესო სპიკერიდან შეირჩა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დებატების ეროვნულ ტურნირზე სულ 5 გუნდით წარსდგება:

1. ქ. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი მარინე ელიაშვილი.
მოსწავლეები: თათა თიბილოვი, ნინო ოტიაშვილი, ანა სოსებაშვილი;
2. ს. კაჭრეთის საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი ლარისა ქიტოშვილი.
მოსწავლეები: ნინო ბეროშვილი, მარიამ ბეროშვილი, მარი ბეროშვილი;
3. ს. ახაშნის საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი ირმა გელაშვილი.
მოსწავლეები: მიხეილ მელექსიშვილი, ნინი არევაძე, ლიზი ბეგაშვილი;
4. ს. მუკუზნის საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან იმერლიშვილი.
მოსწავლეები: ლიკა ხაჩიშვილი, მარიამ კირვალიძე, ნინო ბერიაშვილი;
5. საუკეთესო სპიკერებისგან შემდგარი გუნდი:

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი თეა მანოშვილი, მოსწავლე ბარბარე ზურიაშვილი;
სოფელ მელაანის საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი ნათია ოსოშვილი, მოსწავლე სალომე წნორიაშვილი;
ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა – კლუბის ხელმძღვანელი ლელა კოკოლიშვილი, მოსწავლე სალომე ქოროღლიშვილი;
„ძალიან გამიხარდა ჩემი შრომა, რომ დაფასდა და მოვხვდი საუკეთესო სპიკერებს შორის. ძალიან კარგი პროექტია და ვთვლი, რომ ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ბევრ უნარს გვივითარებს, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ, როგორც მე, ასევე ჩემი მეგობრებიც, ემოციებს ვერ ვმალავ ისეთი გახარებული ვარ“, – აღნიშნა ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო სპიკერმა თათა თიბილოვმა.

მსაჯების შეფასებით, ასევე გამოვილდნენ ტურნირის საუკეთესო მოდებატე სპიკერები:

· ლიზი ბეგაშვილი – სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა;
· ლიკა ხაჩეიშვილი – სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლა;
· ნინო არევაძე – სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა;
· მიხეილ მელექსიშვილი – სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა;
· ნინო ოტიაშვილი – ქალაქ გურჯაანის მეოთხე სკოლა;
· თათა თიბილოვი – ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა;
· მარიამ ბერიშვილი – სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა;
· სალომე ცხვარიაშვილი – სოფელ მელაანის საჯარო სკოლა;
· ელენე გიორგაძე – სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა;
· ბარბარე ზურიაშვილი – სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა;
გამარჯვებულები სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის ფარგლებში დაჯილდოვდა დებატკლუბების ყველაზე წარმატებული 16 ხელძღვანელი და 13 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლებიც პროექტის მთელი მიმდინარეობის პროცესით შეფასდნენ.

„ მიხარია, რომ პროექტი რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში პირველად განვახორციელეთ, ძალიან წარმატებული გამოვიდა, რომლის რეალურ შედეგებსაც ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ ამ ორდღიანი ტურნირის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ეს აქტიური, მიზანდასახული, განათლებული და მოაზროვნე ახალგაზრდობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ვულოცავ თითოეულ გამარჯვებულს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს, პედაგოგებსა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ასეთი წარმატებული საქმიანობისთვის,“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ორდღიანი ტურნირით, დებატების პროექტის ერთი ეტაპის შეჯამება მოხდა, მთლიანად პროექტის დახურვის ღონისძიება კი ივლისის თვეში გაიმართება.
დებატების პროექტი, რომელიც გასული წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით დაიწყო, მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება წარმოადგენს.
პროექტს, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...