გურჯაანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ფული,სასმელი და სიგარეტი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “აიპრესს” განუცხადეს, დანაშაული გახსნილია, მხილებულია არასრულწლოვანი.
საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ქურდობას გულისხმობს.