გურჯაანში ამწეს საბურავი დაეშვა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე. ამწეს საბურავი დაეშვა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ “გოლფის” მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რომლის მძღოლიც მანქანაში არ იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის ხაზები. მიმდებარე ქუჩებზე ელექტროეენერგიის მიწოდება უკვე აღდგა, თუმცა ინტერნეტი ამ დრომდე გათიშულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამწეს მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...