გურჯაანში აგრარული ბაზრის მშენებლობა დასრულდა

განახლებული ბაზარი 1 მარტს დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და დაცული იქნება ჰიგიენური და სანიტარული ნორმები.

წლების განმავლობაში გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. ბაზრის რეაბილიტაცია კი მიმდინარე სამართლებრივი დავის და რამდენიმე მოვაჭრის წინააღმდეგობის გამო ვერ ხორციელდებოდა.

„ ნამდვილად სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, გურჯაანს აქვს კეთილმოწყობილი, სუფთა, მოწესრიგებული აგრარული ბაზარი, სადაც დაცული იქნება სანიტარული ნორმები და ჩვენი მოქალაქეები კომფორტულ, სუფთა გარემოში შეძლებენ პროდუქტის შეძენას. კეთილმოწყობილი ბაზარი ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისად ჩვენი დიდი ინტერესიც. ახალ ბაზარში განთავსდებიან გარემოვაჭრეებიც და შესაბამისად ქალაქში აიკრძალება გარევაჭრობა. “-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შპს “გლეხური ბაზრის” ადმინისტრაციის ინფორმაციით განახლებულ ბაზარში მოვაჭრეები პირველი მარტიდან დაიწყებენ საქმიანობას და პირველ სტუმრებსაც მიიღებენ, ეტაპობრივად კი მოხდება ბაზრის სრულად დატვირთვა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ რეაბილიტაციამდე, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, სწორედ ანტისანიტარიისა და მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის გამო არაერთხელ დააჯარიმა. როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ ახალ ბაზარში მათი ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

ახალი ბაზრის გახსნის პარალელურად მოწესრიგდება გარევაჭრობის და საბითუმო ვაჭრობის საკითხიც, რომლის მოგვარებასაც საზოგადოება, ასევე ითხოვს. ბაზრის გახსნის შემდეგ მოვაჭრეები მის ტერიტორიაზე გააგრძელებენ საქმიანობას. ქალაქის ცენტრალური ქუჩები კი, სადაც გარემოვაჭრეები იყვნენ განთავსებულნი მოწესრიგდება და დაცული იქნება სისუფთავე.

ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად