გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებსა და სასტუმროს მფლობელებს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან

გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრება.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს აცნობენ.

“ტურიზმის მიმართულებით საგრძნობი შედეგია. ჩვენ ქვეყანაში უცხოელებს ჩვენი სამზარეულო და ღვინო იზიდავთ. ამის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს. უნიკალური, მზარდი და უსაფრთხო ადგილია საქართველო. ერთ – ერთი მიზიდულობის ცენტრი კი სწორედ კახეთია”- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილი კახელ ფერმერებს სახლემწიფოს დახმარებას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ატმის რეალიზაციის პრობლემა შეიქმნება.

“ახლა მარცვლეულის, ხილის და მრავალწლიანი კულტურის აღება მიმდინარეობს, ინტესიურ რეჟიმში ვართ. ატმის რეალიზაციის პრობლემა, როგორც ვიცი არ არის, თუმცა თუ რამე საკითხი მოუგვარებელია მზად ვართ დაგეხმარით . წინ გველოდება რთველი, რომელიც ყველაზე მასშტაბური კამპანიაა ამ რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს აგროტურიზმი ძალიან განვითარდა და კახეთი ამ თვალსაზრისით საკმაიოდ მოთხოვნადია”-განაცხადა დავითაშვილმა .
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კახელმა ფერმერებმა აქცია გამართეს, სადაც მათ მთავარ მოთხოვნას სწორედ მინისტრებთან შეხვედრა წარმოადგენდა, გლეხებს აინტერესებდათ რუსული ემბარგოს პირობებში რა გეგმა აქვს მთავრობას, რათა ქართული პროდუქტის რეალიზების პროცესში პრობლემები არ შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...